მორგან როჯერსი
Aa
Aa

პსჟ მორგან როჯერსის გარემოცვას დაუკავშირდა

პსჟ მორგან როჯერსის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. Telegraph-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა 23 წლის ვინგერს მომავალი სეზონისთვის, საკუთარი შემტევი ხაზის იდეალურ გაძლიერებად განიხილავს.

როგორც გამოცემა წერს, პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის გარემოცვას, რათა გაერკვია მისი მზადყოფნა ლიგა 1-ში გადასვლასთან დაკავშირებით.

პოტენციური გარიგება შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდეს.

თავის მხრივ, „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა აცნობიერებს თავისი საკვანძო მოთამაშის ფასს და მის გაშვებას 115 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში როჯერსმა „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, მორგანის საბაზრო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენს შორის ერთი მსგავსებაა“ - ლავესიმ კვარაზე ისაუბრა
„ჩვენს შორის ერთი მსგავსებაა“ - ლავესიმ კვარაზე ისაუბრა