ნაპოლისთან მატჩის წინ - ბარსას დემბელე, გრიზმანი და ლენგლე დაუბრუნდნენ
Aa
Aa
6 აგვისტო 2020  |  16:57

ნაპოლისთან მატჩის წინ - ბარსას დემბელე, გრიზმანი და ლენგლე დაუბრუნდნენ

8 აგვისტოს „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ¼-ფინალური მატჩი ელის. „კამპ ნოუს“ „ნაპოლი“ ეწვევა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და ქომაგები რთულ შეხვედრას ელიან.

ტრავმების მხრივ ორივე გუნდს პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამ მომენტისთვის პოზიტიური სიახლეებია. კერძოდ, „ბარსელონას“ ტრავმირებული დემბელე, გრიზმანი და ლენგლე დაუბრუნდნენ.

ესპანური Sport-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, გრიზმანი და ლენგლე „ნაპოლისთან“ ძირითადში იქნებიან, დემბელეს თამაშს კი ალბათ კიკე სეტიენი არ გარისკავს, რადგან ფეხბურთელს 6 თვეა ფეხბურთი არ უთამაშია და პირდაპირ მინდორზე გასვლა სარისკოა, თუმცა მწვრთნელი მას გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში აუცილებლად ათამაშებს.

რაც შეეხება გატუზოს გუნდს, ნეაპოლელებს კოსტას მანოლასი და ლორენცო ინსინიე აკლდა, თუმცა იტალიელმა გარემარბმა მომჯობინება მოასწრო და იტალიური პრესის ცნობით ის მატჩისთვის 80%-ით მზად არის. ბერძენი მცველის თამაში კი გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ გაფრთხილებების გამო სერხიო ბუსკეცი და არტურო ვიდალი დააკლდება, სამუელ უმტიტის კი კვლავ ტრავმა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები