Aa
Aa

არტეტა ახალ გუნდს აშენებს - ესპანელი კოუტინიოს და პარტეის უმიზნებს

‘‘არსენალის’’ თავკაცი მიკელ არტეტა ახალი გუნდის შენებას იწყებს. მისი ხედვით 4-3-3 სათამაშო სქემაში ტომას პარტეისა და ფილიპე კოუტინიოს როლი უდიდესი იქნება.

თუ ‘‘მეთოფეები’’ აღნიშნულ ტრასფერებს განახორციელებენ, პარტეი ე.წ. საჯარიმოდან-საჯარიმომდე მოთამაშე ნახევარმცველი იქნება, ხოლო მის წინ მოთამაშე კოუტინიოს შეტევების შექმნა დაევალება.

‘‘მირორის’’ ცნობით მადრიდის ‘‘ატლეტიკო’’ პარტეის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვს. კონტრაქტის მიხედვით გამოსასყიდი თანხა სწორედ ამდენია.

რაც შეეხება ბრაზილიელს, კოუტინიოს ‘‘ბარსელონასთან’’ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე ჩრდილოლონდონური გუნდი კოუტინიოსთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას ეცდება, რაც 2019 წლის ზაფხულში მიუნხენის ‘‘ბაიერნმა’’ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები