Aa
Aa

სერჟ ორიე სერია ა-ში?

‘‘მილანი’’ კოტ დივუარელი მარჯვენა მცველის, სერჟ ორიეს გადაბირებით დაინტერესდა. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიური კლუბი ‘‘ტოტენჰემს’’ დაუკავშირდა, თუმცა ‘‘დეზები’’ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობენ თუ მის შემცვლელს დაიმატებენ.

‘‘ტოტენჰემმა’’ ორიე პსჟ-დან 23 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ფეხბურთელს კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ‘‘გარდიანის’’ ცნობით მის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონური კლუბი დაახლოებით 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს, მილანური კლუბი კი მხოლოდ 12 მილიონის გადახდას გეგმავს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. ჟოზე მოურინიოს გუნდში ორიე მუდმივად სასტარტო თერთმეტეულში ხვდება და მას პორტუგალიელი სპეციალისტი ადვილად არ შეელევა. ორიე გუნდისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები