ლეგენდა წავიდა - კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ლეგენდა წავიდა - კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ესპანეთის ნაკრების, მადრიდის „რეალისა“ და „პორტუს“ ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა: „მნიშვნელოვანია ის გზა, რომელსაც გადიხარ და ხალხი, რომლებიც შენს გარშემოა არიან. ეს გზა მოიცავს თავდადებასა და შრომას. ვფიქრობ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გზა და კარიერა იყო საოცნებო", - აღნიშნა იკერმა.

39 წლის მეკარემ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 510 მატჩი გამართა და პორტუგალიურ "პორტუში" 2015 წელს გადაბარგდა.

კასილასმა „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა, ასევე ორჯერ ესპანეთის თასის გამარჯვებული და ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად კასილასი მსოფლიოსა (2010) და ორჯერ ევროპის (2008; 2012) ჩემპიონია. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში, ლეგენდარულმა მეკარემ ინფარქტი გადაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები