ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის გამარჯვება მძიმე ბრძოლაში
Aa
Aa

ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის გამარჯვება მძიმე ბრძოლაში

ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა შოჰოზანი იყო. პირველი ბრძოლისას ორივე მათგანი დოჰიოდან გადავარდა, რის შემდეგაც შიმპანებმა განმეორებითი ბრძოლის გამართვა გადაწყვიტეს. მონოი შედგა და ორივე მათგანი დოჰიოს დაუბრუნდა.

განმეორებით ბრძოლაში ჰატაკიკომის ილეთით ტოჩინოშინმა მეტოქე დაამარცხა. ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინი შოჰოზანს 20-ჯერ შეხვდა და 14 ბრძოლა ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა.

 დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი 7:5-ს შეადგენს.

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჩიომარუ იქნება. ტოჩინოშინს გამარჯვების მოპოვებით მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირების შესანიშნავი შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები