მარცხი კომფორტული სიტუაციიდან - ტოჩინოშინმა მე-5 ბრძოლა დათმო
Aa
Aa

მარცხი კომფორტული სიტუაციიდან - ტოჩინოშინმა მე-5 ბრძოლა დათმო

ნაგოია ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტერონოფუჯი იყო. მათი 11 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 2 მოიგო, 9 შეხვედრაში ტერონოფუჯიმ ლევან გორგაძეს სძლია.

ასე მოხდა დღესაც. მეტოქემ ლევანი იორიკირით დაამარცხა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ გორგაძემ ბრძოლა ორმაგი მავაშის აღებით დაიწყო, თუმცა მეტოქემ ძალაში აშკარად დაჯაბნა და თავისივე ფავორიტი ილეთით სძლია.

აშკარაა, რომ ქართველი რიკიში სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა. მსგავსი კონფორტული სიტუაციებიდან ლევანი თითქმის არასდროს აგებს ხოლმე.

ამ მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 6:5-ზე აქვს და დარჩენილი 4 ბრძოლიდან 2 აუცილებლად უნდა მოიგოს. ტერინოფუჯი კი ტურნირის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს და ბალანსი 10:1-ზე აქვს.

მე-12 დღეს ლევან გორგაძე მისთვის კარგად ნაცნობ მე-12 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელსაც სულ 20-ჯერ შეხვდა და 14-ჯერ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები