ბასილაშვილის დაბრუნება გადაიდო - ვაშინგტონის ტურნირი გაუქმდა
Aa
Aa
22 ივლისი 2020  |  15:13

ბასილაშვილის დაბრუნება გადაიდო - ვაშინგტონის ტურნირი გაუქმდა

ვაშინგტონში გასამართი ტურნირი, რომელზეც პანდემიის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს პირველად უნდა ეასპარეზა, გაუქმდა.

გათამაშებაში მონაწილეობას ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულის 3 წარმომადგენელს უნდა ეთამაშა: დანილ მედვედევი (5), სტეფანოს ციციპასი (6) და დავიდ გოფენი (10). შეჯიბრება კი 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.

ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ვარჯიშობდა და სათამაშო ფორმაც დაიბრუნა, იგი ახლა სავარჯიშო პროცესს აშშ-ში აგრძელებს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ბასილაშვილი ვაშინგტონში 20 ივლისს ჩავიდა და ახლაც იქ იმყოფება.

საინტერესოა, რა ბედი ელის აგვისტოში გასამართ სხვა ტურნირებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის დაწყება 31 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები