ჩვეული სისწრაფე და მრისხანება - ტაისონი საოცარ ფორმაში იმყოფება
Aa
Aa

ჩვეული სისწრაფე და მრისხანება - ტაისონი საოცარ ფორმაში იმყოფება

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვარჯიშის ამსახველი მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა.

„რკინის მაიკი“ აქტიურად ვარჯიშობს და გვარწმუნებს, რომ სისწრაფე და მრისხანება არ დაუკარგავს. 54 წლის მოკრივე ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაში იმყოფება და როგორც კადრებიდან ჩანს კვლავ ძალიან სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ ტაისონს რინგზე დაბრუნება და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვა სურს. მას საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს.

როგორც მოგეხსენებათ, „რკინის მაიკი“ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოწვია. უცხოურ პრესაში მას ევანდერ ჰოლიფილდის, რიდიკ ბოუის ან შენონ ბრიგსის წინააღმდეგ ჩხუბს უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები