ინტერი კონტეს დათხოვნას გეგმავს, თუმცა ეს შესაძლოა 150 მილიონი დაუჯდეს
Aa
Aa

ინტერი კონტეს დათხოვნას გეგმავს, თუმცა ეს შესაძლოა 150 მილიონი დაუჯდეს

კორიერე დელო სპორტმა „ინტერსა“ და ანტონიო კონტეს შორის არსებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა.

როგორც ცნობილია, მილანური კლუბი კონტეს მუშაობით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს მის დათხოვნას გეგმავს, თუმცა ეს ნაბიჯი „ინტერს“ შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, თუ „ინტერი“ კონტეს ნაადრევად დაითხოვს, მისთვის კომპენსაციის სახით 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც იცით, კონტე სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, ის წელიწადში 12 მილიონს იღებს.

მიუხედავად ამხელა რისკისა, „ინტერი“ მის დათხოვნას მაინც გეგმავს და კონტეს შემცვლელთა სიაც მზად აქვს - მასიმილიანო ალეგრი, მაურისიო პოჩეტინო და უნაი ემერი.

Sky Italia წერს, რომ „ინტერის“ თავკაცის პოსტზე ფავორიტი კანდიდატი „მედ მაქსი“ გახლავთ. მას, კლუბის გენერალურ დირექტორთან ჯუზეპე მაროტასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მასთან მოლაპარაკებებს საგრძნობლად ამარტივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები