Aa Aa
13 ივლისი 2020  |  15:47

აგვისტოს ბოლომდე მოვიცადოთ - ინტერმა და ბარსამ შეთანხმებას მიაღწიეს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ ლაუტარო მარტინესის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტეს და საქმეს აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდებიან.

კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უმჯობესია საკლუბო სეზონი დასრულდეს, რათა მოლაპარაკებებმა მასზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს.

როგორც მოგეხსენებათ, ლაუტაროს კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომელიც მის გამოსყიდვას 111 მილიონ ევროდ ითვალისწინებდა უკვე ვადაგასულია.

იყო მოლოდინი, რომ „ინტერი“ ვადის გასვლის შემდეგ ამ თანხას გაზრდიდა და ტრანსფერი გართულდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ფეხბურთელი წასვლის სურვილს ადასტურებს.

წყაროს ცნობით, მარტინესს მხოლოდ „კამპ ნოუზე“ გადასვლა სურს და კლუბმა ეს უკვე იცის. აქედან გამომდინარე, აგვისტოსთვის გადაწეული მოლაპარაკებებისას ფეხბურთელის ფასი დაიკლებს.

გავრცლეებული ინფორმაციით, „ინტერმა“ ლაუტაროს ფასს უკვე დაახლოებით 20-22 მილიონი ევრო დააკლო. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა კატალონიელებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და „ბარსა“ მას წლიურად 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

ევროპული პრესა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს ერთ-ერთ ყველაზე პროგნოზირებადს უწოდებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში