ნოიერი სკანდალში გაეხვა -
Aa
Aa

ნოიერი სკანდალში გაეხვა - "მანუმ" ფაშისტური ჯგუფის სიმღერა იმღერა

„ბაიერნის“ კაპიტანი მანუელ ნოიერი შვებულებას ხორვატიაში ატარებს, თუმცა მისი დასვენება შესაძლოა სკანდალით დასრულდეს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც ნოიერი ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ხორვატულ ენაზე მღერის, ხსენებული სიმღერა კი ეკუთვნის როკ-ჯგუფს (Thompson), რომელიც თავისი ფაშისტური შეხედულებებით არის ცნობილი.

უცნობია, იცოდა თუ არა ნოიერმა ამ ყველაფრის შესახებ...

ხსენებული ჯგუფი უკვე წლებია ხორვატული ფაშიზმის განდიდებასთან ასოცირდება. სიმღერას, რომელსაც ნოიერი მღეროდა „Lijeba Li si” ქვია, რაც „რა ლამაზი ხარ“-ს ნიშნავს.

ჯგუფის სახელი Thompson-ი ტყვიამფრქვევის „ტომპსონის“ გამო დაარქვეს. მათ კოცერტებზე ხშირი იყო ჰიტლერის მისალმება ხელის აწევით.

ხსენებული ჯგუფი ასევე მღერის ფაშისტურ სიმღერას „Jasenovac i Gradiška Stara”, რომლის შინაარსი, მეორე მსოფლიო ომში იასენოვაცისა და სტარა გრადისკას საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებისა და სერბების დახოცვას ამართლებს.

ამ ჯუფს შვეიცარიაში და ნიდერლანდებში შესვლა აკრძალული აქვთ. მათ კონცერტების გამართვას ეტაპობრივად სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებშიც უკრძალავენ.

ნოიერი ხორვატიაში გასულ წელსაც ისვენებდა და ამის მიზეზი მისი მეჯვარე ტონი ტაპალოვიჩია, რომელიც ხორვატი გახლავთ. აქედან გამომდინარე გერმანული პრესა წერს, რომ „ბაიერნის“ კაპიტანს სიმღერის შინაარსი უნდა სცოდნოდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი ნოიერის გარემოცვას დაუკავშირდა, თუმცა „მანუს“ კომენტარი ვერ მიიღეს. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ფეხბურთელმა ხორვატული ენა არ იცის.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ უქმობა კარგა ხნით უწევს. ბუნდესლიგა სხვა ჩემპიონატებზე ადრე დასრულდა და „რეკორდმაისტერს“ უახლოესი ოფიციალური მატჩის გამართვა 7-8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ წინააღმდეგ მოუწევს. ლონდონელების გავლის შემდეგ, ჰანს დიტერ ფლიკის გუნდი მეოთხედფინალში „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები