კეინი ტოტენჰემის ცრუ დაპირებებით დაიღალა და წასვლას არ გამორიცხავს
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  17:55

კეინი ტოტენჰემის ცრუ დაპირებებით დაიღალა და წასვლას არ გამორიცხავს

ჰარი კეინი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. 26 წლის ინგლისელ ფორვარდს „ტოტენჰემი“ დაახლოებით 200-250 მილიონ ევროდ აფასებს, რაც მის ტრანსფერს ძალიან ართულებს, თუმცა ამჯერად შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ კეინი „ტოტენჰემის“ ცრუ დაპირებებით დაიღალა და მისი მოთმინება ნელ-ნელა იწურება.

კერძოდ, „დეზებს“ მიმდინარე სეზონში ევროზონის მიღმა დარჩენა ემუქრებათ, რაც კეინის გეგმებში არ შედის. გამოცემა წერს, რომ „ტოტენჰემი“ ინგლისელ ფორვარდს ყოველი სეზონის წინ ჰპირდება, რომ გუნდი გაძლიერდება და ისინი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ, თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ ვითარდება.

თუ, მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, კეინის გუნდიდან წასვლის შანსი გაიზრდება. იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის შემდეგ სატრანსფერო ფასები დაეცა და თან, წასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც დააფიქსირებს, ეს მის ღირებულებას ერთიორად შეამცირებს. ამ მომენტისთვის, ტრანსფერმარკეტი მას 120 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ კეინის მიმართ ინტერესს ბოლო 2 წლის მანძილზე „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ იჩენდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები