ჰოლანდის ინცინდენტი: მთვრალი ტალანტი კლუბიდან დაცვამ გააძევა
Aa
Aa

ჰოლანდის ინცინდენტი: მთვრალი ტალანტი კლუბიდან დაცვამ გააძევა

ნორვეგიულ მედიაში 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ უსიამოვნო ფაქტი გავრცელდა. სკანდინავიელი ვარსკვლავი ბუნდესლიგის სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში ერთ-ერთ კლუბში ერთობოდა, თუმცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი კლუბიდან დაცვამ გააძევა.

მასთან მიმართებაში ამგვარი ფაქტი საკმაოდ მოულოდნელია, რადგან ჰოლანდი დისციპლინით გამორჩეულია, თუმცა როგორც ჩანს სეზონის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს განტვირთვის უფლება მისცა, რაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელის ცხოვრებაში მომხდარა, თუმცა ჰოლანდთან მიმართებაში აღნიშნულმა ფაქტმა ინცინდენტის სახე მიიღო.

ჰოლანდისთვის 2019-20 წლების სეზონი ძალიან გამორჩეული იყო. სეზონის პირველ ნახევარში ''ზალცბურგის'' მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი შეაგდო.

ზამთარში ნორვეგიელი ''დორტმუნდში'' გადავიდა და მისი შთაბეჭდავი შედეგიანობა გაგრძელდა, ბუნდესლიგის 15 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო ბუნდესლიგის ერთ დაპირისპირებაში 1 გოლი ჩაიწერა აქტივში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები