მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ნოიერი: “მომავალ წელს, დიდი ალბათობით კარიერას დავასრულებ“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა, კარიერაში პირველად კონკრეტულად ისაუბრა ფეხბურთიდან შესაძლო წასვლის თარიღზე და მიანიშნა, რომ 2026/27 წლების სეზონი, დიდი ალბათობით, მისთვის ბოლო იქნება.

40 წლის ნოიერმა სამშაბათს ტეგერნზეს ტბაზე მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე ვარჯიში დაიწყო. ეს მისთვის ბუნდესლიგაში 21-ე სეზონია — 5 „შალკეში“ და მეთექვსმეტე „ბაიერნში“.

BILD-ის კითხვაზე, გადაწყვეტს თუ არა სეზონის ბოლოს კვლავ კონტრაქტის გახანგრძლივებას, თუ 2027 წლის ზაფხულში კარიერას დაასრულებს, ნოიერმა უპასუხა:

„არ მიყვარს ისეთი მატჩების თამაში, როდესაც ვიცი, რომ ეს ბოლოა — მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა რომელიმე სტადიონზე ბოლოს ვთამაშობდე თუ არა. მაგრამ დიდი ალბათობით, კარიერას დავასრულებ.“

ნოიერმა მაისში „ბაიერნთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. როგორც თავად ამბობს, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლისას კარიერის დასრულებაც სერიოზულად განიხილებოდა.

„ალბათ, შემთხვევების 85 პროცენტში კარიერას დავასრულებდი, მაგრამ ამ გუნდში თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. შესანიშნავი ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი გვყავს. ყოველ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძვით და გუნდი კვლავ უმაღლეს დონეზეა. სწორედ ამიტომ ეს ის 15 პროცენტია, რომელმაც გადამაწყვეტინა, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა თამაში. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს,“ — განაცხადა გერმანელმა მეკარემ.

ნოიერმა მომავალი სეზონის შესახებაც ისაუბრა.

„ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, რადგან ჯერ კიდევ შემიძლია გუნდს დავეხმარო. ამასთან, ოჯახის და მეგობრების სრული მხარდაჭერა მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ნოიერი ბაიერნს შალკედან 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა და რეკორდმაისტერთან ერთად ყველა საკლუბო ტიტული მოიგო. 2011 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად, ბაიერნის მაისური 598-ჯერ მოირგო და კარი მშრალად 269-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის“ - უეფას მკაცრი პასუხი ინფანტინოს გეგმას
„მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის“ - უეფას მკაცრი პასუხი ინფანტინოს გეგმას