ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„პირველ ტურში გატანა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო“ - ბუდუს კომენტარი

„ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „ოსნაბრიუკს“ გაუტანა, მატჩის შედმეგ კი მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძე:

„ბუნებრივია, ფორვარდის ამოცანა გოლების გატანაა და პირადად ჩემთვისაც პირველივე ტურში გატანა მნიშვნელოვანი იყო. იმედია, ასე გავაგრძელებ და გუნდს კიდევ დავეხმარები.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, იმიტომ რომ რთული მატჩი იყო. სეზონის პირველი შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია.

გარკვეულ ასპექტებში მოსამატებელი გვაქვს, განსაკუთრებით დაცვაში. 3 გოლის გაშვება დაუშვებელია. იმედია, მეორე ტურში კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ“.

ბუდუს გოლი

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ჰერტას“ შეხვდება და მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრავმა ვერ მოიშუშა - კიტეიშვილი შტურმს ისევ ვერ ეხმარება
    ტრავმა ვერ მოიშუშა - კიტეიშვილი შტურმს ისევ ვერ ეხმარება