კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - კიოლნმა სოსიედადს მოუგო

ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. მორიგ ამხანაგურ მატჩში „კიოლნი“ „სოსიედადს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მეხუთე წუთზე გერმანელთა შემტევმა ლინტონ მაინამ გახსნა, მეათე წუთზე კი „კიოლნის“ მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 78-ე წუთზე ნილას იაკობიმ „კიოლნი“ დააწინაურა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლოჩოშვილის ავტოგოლი

 

ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და გაშვებული გოლის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, საიმედოდ მოქმედებდა. ლოჩოშვილმა მატჩი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ტაიმში კი რიგ ეპიზოდში მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზეც მოგვევლინა.

21 აგვისტოს „კიოლნი“ გერმანიის თასზე „ვიურცბურგერ კიკერს“ შეხვდება, 29 აგვისტოს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰოფენჰაიმს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა ვერ მოიშუშა - კიტეიშვილი შტურმს ისევ ვერ ეხმარება
ტრავმა ვერ მოიშუშა - კიტეიშვილი შტურმს ისევ ვერ ეხმარება