პსჟ, მიშელ პლატინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

„5:4-ზე მეტად 1:1 მომეწონა“ - პლატინის კრიტიკა თანამედროვე ფეხბურთზე

მიშელ პლატინიმ თანამედროვე ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის გამართული პირველი მატჩის (5:4) მიმართ ნაკლები ენთუზიაზმი გამოავლინა, ვიდრე ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობამ.

71 წლის ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ამ თემაზე ჟურნალ L'Équipe Magazine-თან ინტერვიუში საუბრობს. სამგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა (1983, 1984, 1985) აღნიშნა, რომ მისი საფეხბურთო შეხედულებები თანამედროვე ფეხბურთთან ყოველთვის თანხვედრაში არ არის.

პლატინი:

„მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის, პირველი მატჩის 5:4 დასრულების შემდეგ, ყველა „საუკუნის მატჩზე“ საუბრობდა. პირადად მე მეორე შეხვედრაში ნაჩვენები 1:1 უფრო მომეწონა.

მეკარეები საცერებივით არიან, მცველებიც ძალიან მარტივად უშვებენ გოლებს. ისინი ცხრა გოლს უშვებენ და ჩვენ ამას საუკუნის მატჩს ვუწოდებთ? დღეს ნამდვილად შოუბიზნესის სამყაროში ვცხოვრობთ.

კარგი დაცვითი თამაში ან მეკარის შესანიშნავი მოგერიება გატანილი გოლის ტოლფასია. გარდა ამისა, ფეხბურთზე ორი მილიარდი ადამიანი საუბრობს და ყველა საკუთარ ემოციას გამოხატავს. მე ამ ორი მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ვარ და შესაძლოა, ყოველთვის მართალი არ ვიყო“, – განაცხადა პლატინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Opta-მ ლივერპულის შემადგენლობა შეაფასა | ტრანსფერები საჭიროა, ახალი მეკარე — არა
Opta-მ ლივერპულის შემადგენლობა შეაფასა | ტრანსფერები საჭიროა, ახალი მეკარე — არა