ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ბუდუმ ინგოლშტადს გაუტანა - ჰაიდენჰაიმმა ამხანაგური მატჩი მოიგო

ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა 2-ის სეზონის დაწყების წინ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ბუდუ ზივზივაძემ მიიღო.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა.

ჰაიდენჰაიმმა ინგოლშტადი 4:1 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში წვლილი ბუდუმაც შეიტანა, რომელმაც 39-ე წუთზე გოლი გაიტანა და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, ზივზივაძის გუნდმა 3:1 მოიგო.

ცნობისთვის, წინსასეზონო მოსამზადებელ პერიოდში, ქართველმა ფეხბურთელმა მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შემდეგ მატჩს, ჰაიდენჰაიმი უკვე ბუნდესლიგა 2-ში გამართავს. პირველ ტურში მათი მოწინააღმდეგე ოსნაბრუკი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 8 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები