Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  17:20

"ბალოს" წონა "გაექცა" - მარიო ბალოტელი 100 კილოგრამს იწონის

მარიო ბალოტელი თავისი ქცევებითა და განცხადებებით მთელი კარიერაა გვახალისებს. ამჯერად, „სუპერმარიომ“ თავისი წონით გაგვაოცა.

„ბრეშას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ბალოტელის ოფიციალური მონაცემები განაახლა, სადაც ვხედავთ, რომ იტალიელი ფორვარდის სიმაღლე 190 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა 99.8 კგ.

როგორც ჩანს, პანდემიის დროს ბალოტელის სხვა ადამიანების მსგავსად, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია, თვითიზოლაციას ვერ გაუძლო და წონა „გაექცა“.

შეგახსენებთ, რომ ''ბრეშამ'' მარიო ბალოტელის კონტრაქტი გაუწყვიტა. მიზეზი ვარჯიშზე გამოუცხადებლობაა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით კლუბის პრეზიდენტმა მასიმო სელინომ ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი გაუგზავნა.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა სერია ა-დან გავარდნის შემთხვევაში კონტრაქტი ავტომატურად გაწყდებოდა.

“ბრეშა“ სერია ა-ს 31 ტურის შემდეგ, 21 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები