სეზონის ბოლოს შესაძლოა კონტე დაითხოვონ და ინტერი ალეგრიმ ჩაიბაროს
Aa
Aa

სეზონის ბოლოს შესაძლოა კონტე დაითხოვონ და ინტერი ალეგრიმ ჩაიბაროს

Sky Italia-ს ცნობით, სეზონის ბოლოს „ინტერმა“ შესაძლოა ანტონიო კონტე დაითხოვოს და გუნდის თავკაცად მასიმილიანო ალეგრი დანიშნოს.

წყაროს თანახმად, კონტეს დათხოვნა რეალურია, რადგან მას აცნობეს, რომ თუ სეზონის ბოლომდე გუნდი თამაშს არ გააუმჯობესებდა პოსტს დაატოვებინებდნენ.

კონტემ „ინტერის“ თამაში ჯერაც ვერ დაალაგა და გუნდი უამრავ გაუთვალისწინებელ ქულას კარგავს.

ალეგრი კი „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. „მედ მაქსმა“ თავისი მომავლის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და ასეთი რამ თქვა:

„ჩემთვის სულ ერთია, მომდევნო სამუშაო ადგილი იტალიაში იქნება, თუ საზღვრებს მიღმა. ვეძებ კლუბს, რომელსაც ექნება საინტერესო პროექტი და ძალა, რომ იბრძოლოს გამარჯვებებისთვის“.

Sky Italia ასევე წერს, რომ ალეგრის „ინტერის“ გენერალურ დირექტორთან ჯუზეპე მაროტასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მასთან მოლაპარაკებებს საგრძნობლად ამარტივებს.

ამრიგად, ალეგრის კარგი შანსი აქვს, რომ სერია ა-ს დიდი სამეულიდან - „მილანი“, „იუვენტუსი“ და „იტერი“, ყველა მათგანი გაწვრთნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები