ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა
უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ევროპა ლიგის გათამაშება განახლდება და მიმდინარე ზაფხულში სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება.
პირველი წყვილი: ვოლფსბურგი/დონეცკის შახტარი - ბაზელი/ფრანკფურტის აინტრახტი
მეორე წყვილი: ლასკ/მანჩესტერ იუნაიტედი - ბაშაქშეჰირი/კოპენჰაგენი
მესამე წყვილი: მილანის ინტერი/ხეტაფე - რეინჯერსი/ლევერკუზენის ბაიერი
მეოთხე წყვილი: ოლიმპიაკოსი/ვულვზი - სევილია/რომა
რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპის, ამ ეტაპზე შემდეგი წყვილების გამარჯვებულებს ვიხილავთ.
მეოთხე წყვილი - მეორე წყვილი
მესამე წყვილი - პირველი წყვილი
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად ევროპა ლიგის მატჩებიც დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ გაიმართება.