მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი წყალქვეშ გარდაცვლილი იპოვეს
Aa
Aa
8 ივლისი 2020  |  14:57

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი წყალქვეშ გარდაცვლილი იპოვეს

32 წლის სპორტსმენი ალექს პულინი ავსტრალიის სანაპიროსთან ოკეანეში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სნოუბორდ ქროსში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი წყალქვეშა ნადირობის მოყვარული იყო. პალმ ბიჩის სიახლოვეს ნადირობისას კი მისი კვალი დაიკარგა.

პულინს 8 ივლისის დილიდან ეძებდნენ. მყვინთავებმა საბოლოოდ მისი ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჟანგბადის ნიღაბი არ ეკეთა.

ალექს „Chumpy“ პულინი 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე ავსტრალიის მედროშე გახლდათ.

ადგილობრივ მედიას პოლიციამ განუცხადა, რომ როგორც ჩანს, პულინი იმ მომენტში მარტო ნადირობდა:

„მას, იმ მომენტში ჟანგბადის ნიღაბი თან არ ჰქონდა. ვიცით, რომ იგი წყალქვეშ თევზებზე მარტო ნადირობდა ხოლმე“.

პულინი წყალქვეშა ნადირობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ბოლო პოსტი მან 26 ივნისს დადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები