Aa
Aa

ადამ სილვერი: „შესაძლოა სეზონის შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოგვიწიოს"

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარი, ადამ სილვერი სეზონის კიდევ ერთხელ შეწყვეტას არ გამორიცხავს. სილვერის თქმით, თუ Covid-19-მა უოლტ დისნეის მსოფლიო დასვენების ცენტრში შეაღწია, NBA რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„არ გაგვიკვირდება, ორლანდოში ჩასვლის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაიზარდოს, მაგრამ მთავარი გამოწვევა შემდგომში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თუ კამპუსში შესვლისა და კარანტინის გავლის შემდეგ, კალათბურთელებს Covid-19 დაუდგინდებათ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მიგვახვედრებს, რომ ე.წ საპნის ბუშტს ხვრელი გაუჩნდა და ჩვენი კარანტინი, ან კამპუსი ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა.

თუ კორონავირუსი ჩვენი კამპუსის ტერიტორიაზე გავრცელდა, ორი აზრი არაა, რომ სეზონის კიდევ ერთხელ შეწყვეტა მოგვიწევს“.

ცნობისთვის, NBA 30 ივლისს დაბრუნდება. პლეიოფების პირველი რაუნდი აგვისტოს ბოლოსკენაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური სერია ყველაზე გვიან 13 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები