ქართველი მთამსვლელები ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს
Aa
Aa

ქართველი მთამსვლელები ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს

ქართველი მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე ''ოქროს წერაყინის'' ტიტულზე წარდგენილნი არიან. ეს ჯილდო სპორტის ამ სახეობაში, მთამსვლელობაში ყველაზე პრესტიჟულია.

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს: ''სასიხარულო ამბავი მთამსვლელობის, ზოგადად სპორტის გულშემატკივრებისთვის და ყველა ქართველისთვის. ქართველი მთამსვლელების ასვლა მოხვდა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლათა სიაში. სწორედ ამ სიიდან აირჩევა 2019 წლის საუკეთესო ასვლ/ასვლები და დაჯილდოვდება ეგრთწოდებული "ოქროს წერაყინით".

პირველასვლა. მწვერვალები პანპოჩე 1 /6620მ/ და პანპოჩე 2/6504მ/. ნეპალი. მანასლუს რეგიონი. არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი, გიორგი ტეფნაძე. ბიჭები უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში. დარწმუნებული ვარ მალე "ოქროს წერაყინსაც" ვიხილავთ საქართველოში.''

View this post on Instagram

Pangpoche I and Pangpoche II First Ascents in Himalayas Piolets d'Or nomination, third in a row "International Golden Ice Axe 2020" Happy for my country! ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე, ,,ალპინიზმის ოსკარზე" მესამე ნომინაცია ზედიზედ. ძმებ პანგპოჩეებზე პირველასვლები, ჰიმალაი. გილოცავთ ყველას! _____________________ #GiorgiTepnadze #BaqarGelashvili #Himalayas #firstascent #Pangpoche #Georgianexpedition #Erstbesteigung #ჰიმალაები #მთამსვლელობა #ოქროსწერაყინი

A post shared by archil badriashvili (@archil__badriashvili) on Jul 6, 2020 at 8:06am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები