ბეილი გუნდს სამი კვირით გამოაკლდა
„Marca“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ უელსელი შემტევი, გარეთ ბეილი საკუთარ გუნდს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
როგორც 20 აპრილს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, უელსელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და ფეხბურთელის მკურნალობას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ბეილმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, „მალაგასთან“ დაპირისპირების დროს მიიღო და მოედანი მატჩის მე-5 წუთზე დატოვა.