ინდიანა 23 ივლისს დაიწყებს - გოგას გუნდი პორტლენდს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ინდიანა 23 ივლისს დაიწყებს - გოგას გუნდი პორტლენდს დაუპირისპირდება

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა. პირველ დღეს, 22 ივლისს 4 შეხვედრაა ჩანიშნული.

ადგილობრივი დროით, 15:00-ზე ერთმანეთს „ორლანდო“ და „კლიპერსი“ დაუპირისპირდებიან. 15:30-ზე საუკეთესოს ვინაობას „ვაშინგტონი“ და „დენვერი“ გაარკვევენ. 19:00-ზე პარკეტზე „პელიკანსი“ და „ნეთსი“ გავლენ, ხოლო 20:00-ზე „საკრამენტო“ და „მაიამი“ ითამაშებენ.

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრას 23 ივლისს გამართავს და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ შეერკინება. ლილარდის გუნდის შემდეგ, „ინდიანა“ 26 ივლისს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ იასპარეზებს. მესამე შეხვედრას კი, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო დღეს, 28 ივლისს გამართავს და „სან ანტონიო სპურსს“ გაეჯიბრება.

ცნობისთვის, გამთენიისას „მაიამი ჰიტმა“ დაადასტურა, რომ კორონავირუსი გუნდის მესამე კალათბურთელს დაუდგინდა. ფლორიდელებმა მოთამაშის ვინაობა საიდუმლოდ დატოვეს და განაცხადეს, რომ ის აუცილებლად NBA-ის მიერ შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები