ბაიერნი ფულს ითხოვს: რუმენიგემ ალკანტარას წასვლა დააანონსა
Aa
Aa

ბაიერნი ფულს ითხოვს: რუმენიგემ ალკანტარას წასვლა დააანონსა

მიუნხენის ''ბაიერნის'' აღმასრულებელი დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით კლუბი მზადაა ტიაგო ალკანტარა მიმდინარე ზაფხულში გაყიდოს. BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი Twitter-ზე რუმენიგეს კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით კლუბს სურს ტიაგო ალკანტარას გაყიდვა და გუნდის გეგმებში შემდეგ წელს ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ შედის.

რუმენიგემ ასევე განაცხადა, რომ ტიაგო ალკანტარა ახალი გამოწვევისთვის მზადაა და კლუბიდან წასვლის სურვილს ფეხბურთელიც არ მალავს.

''ტიაგო დიდებული ბიჭია მოედანზე და მოედანს მიღმა. მას რაღაც ახალი სურს. მასთან მოლაპარაკება გავმართეთ. მას წასვლა სურს'' - განაცხადა რუმენიგემ.

რუმენიგემ ლევერკუზენის ''ბაიერის'' ნახევარმცველის, კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრა. ''ბაიერნის'' აღმასრულებელი დირექტორის თქმით მიმდინარე ზაფხულში 21 წლის მოთამაშე მიუნხენურ კლუბში არ გადავა.

29 წლის ალკანტარა 2009-13 წლებში კატალონიის ''ბარსელონას'' ფეხბურთელი იყო. 2013 წელს გუარდიოლას მიწვევით კარიერა მიუნხენის ''ბაიერნში'' გააგრძელა.

ესპანეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბუნდესლიგის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. ასევე, გერმანიის თასის ფინალში სამჯერ გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ადგილი იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები