''უფრო ძლიერნი ვართ ტრიუმფალური მიზნებისთვის'' - ბაიერნის მმართველები სანეს ტრანსფერზე
Aa
Aa

''უფრო ძლიერნი ვართ ტრიუმფალური მიზნებისთვის'' - ბაიერნის მმართველები სანეს ტრანსფერზე

''მანჩესტერ სიტიდან'' მიუნხენის ''ბაიერნში'' გადასული ლეროი სანე გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: ''ბაიერნი'' უძლიერესი გუნდია, ამ დიდებულ გუნდს დიდი მიზნები აქვს. ეს მიზნები ჩემს ამბიციებს შეესაბამება. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას და ვარჯიშის დაწყებას ახალ გუნდთან ერთად.

ჰანს ფლიკს გერმანიის 21-წლამდე ნაკრებიდან ვიცნობ და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მსურს ''ბაიერნთან'' ერთად მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო. პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაა.''

''ბაიერნის'' აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ''ბედნიერები ვართ, რომ სანემ არჩევანი ''ბაიერნზე'' შეაჩერა. გამორჩეული მოთამაშეა და გასულ წლებში დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, რაც განსაკუთრებით ეროვნულ გუნდში გამოჩნდა.

ჩვენი მიზანია ''ბაიერნში'' საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები მივიწვიოთ. ამ მიზანს სანეს ტრანსფერიც ხაზს უსვამს. ჰასან სალიჰამიჯიჩს სატრანსფერო გარიგების წარმატებით დასრულებას ვულოცავ.''

გერმანული კლუბის ბოსნიელმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა: ''მოხარულნი ვართ, რომ სანე ჩვენს გუნდში ითამაშებს. ის ძალიან გაგვაძლიერებს. გნაბრისთან, კომანთან და სანესთან ერთად ჩვენ უფრო ძლიერად აღჭურვილი გუნდი ვართ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად.

''მანჩესტერ სიტის'' წარმომადგენლების მიმართ კონსტრუქციული მოლაპარაკების გამო მადლიერი ვარ. ასევე, დიდი მადლობა ''ბაიერნის'' პრეზიდენტსა და კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ჰერბერტ ჰაინერს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მძიმე დროში ჩვენს გვერდით იყო და მოლაპარაკების მიმდინარეობისას მის მხარდაჭერას ვგრძნობდით.''

2006 წლიდან მოყოლებული სანემ ''მანჩესტერ სიტიში'' 135 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი შეაგდო და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რეკორდმაისტერი“ 24 წლის ვინგერი სანაცვლოდ 49 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლოა 11 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ამასთან ერთად, თუ „ბაიერნი" სანეს გაასხვისებს, „სიტი" მისი სატრანსფერო ღირებულების 10 პროცენტს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები