გოლი 105 კმ/სთ სიჩქარით - რონალდუმ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა შეასრულა
სერია ა-ს 29 ტურში „იუვენტუსმა“ გენუაში „ჯენოას“ 3:1 სძლია და „ლაციოსთან“ 4 ქულიანი ფორა შეინარჩუნა. მატჩში ტურინელთა სამივე გოლი ულამაზესი იყო, თუმცა რონალდუს გასროლამ ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო.
O Jogo წერს, რომ კრიშტიანუს დარტყმის შედეგად ბურთმა 105 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც როგორც შემდეგში გაირკვა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად შესრულებული გასროლა გამოდგა.
2009-10 წლების სეზონში რონალდუმ „მარსელის“ წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმა შეასრულა, 2012 წლის თებერვალში კი ლა ლიგაში „ლევანტეს“ წინააღმდეგ იგივე გაიმეორა. ხსენებული დარტყმების სიჩქარე 120 კმ/სთ გახლდათ.
რონალდუს გოლები მარსელთან და ლევანტესთან
მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში რონალდუ 24 გოლით მეორეა, 29 ბურთით კი ლიდერობას „ლაციოს“ ლიდერი ჩირო იმობილე ინარჩუნებს.
კრიშტიანუ კი ცუდი სტარტის შემდეგ ნელ-ნელა თავის საუკეთესო ფორმას იბრუნებს და სავარაუდოდ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგისთვის 100%-ით მზად იქნება.