სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "სიტყვები არ მყოფნის", | სეტიენი: "ბოდიშს არ მოვიხდი", - გრიზმანის მდგომარეობა

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში მორიგი ქულები დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ძალიან მცირე შანსები რჩება. „რეალის“ ფორმიდან გამომდინარე სეტიენის გუნდი პრაქტიკულად უშანსოდ არის.

„ატლეტიკოსთან“ ნათამაშები 2:2-ის შემდეგ მთავარი სასაუბრო თემა ანტუან გრიზმანის ცვლილება გახდა. სეტიენმა ზოგადად ცვლილებებიც ძალიან დააგვიანა და გუნდს შეტევაში მოსამატებლად შანსი პრაქტიკულად არ დაუტოვა. 85-ე წუთზე მოდანზე ანსუ ფატი გამოჩნდა, 90-ზე კი ანტუან გრიზმანი.

მსოფლიო ჩემპიონისა და 120 მილიონად შეძენინლი გრიზმანის მოედანზე ასეთ დროს გამოჩენამ პრესის ყურადღება მიიპყრო და ბუნებრივია კითხვები გაჩნდა. ამ დრონის ფეხბურთელისთვის ეს შეურაცხმყოფელი ნაბიჯი გახლავთ.

შეხვედრის შემდეგ, კიკე სეტიენმა ფრანგის შესახებ ასეთი რამ თქვა: „მცირე სათამაშო დრო? ვხვდები, რომ ეს მისთვის რთულია. მასთან საუბარს ხვალ ვგეგმავ, თმცა გვიან განხორციელებული ცვლილებისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. მესმის, რომ შესაძლოა ის თავს ცუდად გრძნობდეს, მაგრამ მის გამო მეც ვწუხვარ. რიკი პუჩი კარგად მუშაობდა, სუარესი ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე, მესიზე აღარაფერს ვამბობ. რთულია მოუძებნო ადგილი გრიზმანს ისე, რომ შემადგენლობაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს".

გრიზმანის თაობაზე მატჩის შემდეგ, კითხვა დიეგო სიმეონესაც დაუსვეს:

„გრიზმანის შემოსაყვანად განხორციელებული გვიანი ცვლილება? სიტყვები არ მყოფნის“.

ფრანგ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში თავისი ძმაც გამოექომაგა: „2 წუთიტირილი მინდა“. - დაწერა ტეო გრიზმანმა, რომელმაც მოგვიანებით პოსტი წაშალა.

დიდი ალბათობით, „ბარსა“ სეზონის ბოლოს გრიზმანს ტრანსფერზე დააყენებს. შესაძლოა ფრანგი რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერში ბარტერის სახითაც გამოიყენონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები