Aa Aa
29 ივნისი 2020  |  13:00

ფიდერით სპორტული თევზჭერა - წალკამ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ეროვნული ჩემპიონატის II ეტაპს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში წალკის წყალსაცავმა უმასპინძლა.

ორი დაძაბული ტურის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული 15 ქულით (7+8) გუნდი ‘Smart Feeder’ (მალხაზ მახარაშვილი, ზურა მერეკლიშვილი, გიგა გაბრიაძე) გახდა. მეორე ადგილზე 20 ქულით (10+10) ‘Soft Sweeps’ (თენგო ბინიაშვილი, გია ჩიტაიშვილი, ლევან დვალი) გავიდა. 20 ქულა (7+13) დააგროვა ასევე გუნდმა ‘Quiver’ (დავით ორდენიძე, ნოდარ ბერძენიშვილი, ირაკლი ვარაზი), თუმცა მე-3 ადგილს დასჯერდა. მე-2 და მე-3 ადგილების ბედი სულ რაღაც 90-მა გრამმა გადაწყვიტა.

პირად ჩათვლაში გამარჯვება თენგო ბინიაშვილმა მოიპოვა (1+2=3 ქულა და 4360 გრამი). მეორე ადგილი მალხაზ მახარაშვილმა დაიკავა (2+1=3 ქულა და 3050 გრამი). მესამე ადგილზე არტურ ვართარეზოვი გავიდა. (1+3=4 ქულა და 6370 გრამი).

უნდა აღინიშნოს, რომ წალკის წყალსაცავზე თევზის აქტიურობა და დაკვებილ წერტილზე რეაგირება საკმაოდ არასტაბილური იყო, რაც დაჭერილი თევზების წონაზე აისახა.

2 ეტაპის შემდეგ, რეიტინგს გუნდურ ჩათვლაში სათავეში უდგას ‘Smart Feeder’. მეორე ადგილზეა ‘Fish Finders’, ხოლო მესამე ადგილს ‘Soft Sweeps’ იკავებს. პირად ჩათვლაში პირველ პოზიციაზეა გიგა გაბრიაძე, რომელსაც ზურა მერეკლიშვილი და თენგო ბინიაშვილი მოსდევენ.

ეროვნული ჩემპიონატი სულ 4 ეტაპისგან შედგება. თითო ეტაპი წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ტურს. წლის ბოლოს, რეიტინგების მიხედვით დასახელდება საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი როგორც გუნდურ, ისე პირად ჩათვლაში. გარდა ამისა, რეიტინგების მიხედვით წლის საუკეთესო 6 სპორტსმენი ავტომატურად მოხვდება წლის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ფედერაციის კალენდრის მიხედვით მომდევნო ეტაპი ნადარბაზევის წყალსაცავზე 25-26 ივლისს ჩატარდება, ხოლო დასკვნითი მე-4 ეტაპი 19-20 სექტემბერს სიონის წყალსაცავზე გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უკვე მე-7 წელია ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ფედერაციის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება