Aa Aa
26 ივნისი 2020  |  10:00

დვალიშვილის ბოლო მეტოქე: „მერაბი მაღალი დონის მებრძოლია"

მერაბ დვალიშვილის ბოლო მეტოქემ, გუსტავო ლოპესმა ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა. ლოპესმა დვალიშვილი შეაქო და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა კიდევ ერთხელ სურს.

„მერაბთან ბრძოლამ მაჩვენა რა კომპონენტებში მაქვს მოსამატებელი. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.

დვალიშვილთან ჩხუბს 20 საათით ადრე დავთანხმდი და თითქმის 8 კილოგრამი დავიკელი. მეგონა ამის გამო პრობლემები არ შემექმნებოდა და ბრძოლისას თავს კარგად ვიგრძნობდი, მაგრამ ჩემს ორგანიზმს სათანადო რეაქცია არ ჰქონია.

დარწმუნებული ვარ, სრული მოსამზადებელი პერიოდი რომ გამეარა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა. იმედი მაქვს მეც და მერაბიც UFC-ში რამდენიმე გამარჯვებას მოვიპოვებთ და მომავალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდებით.

დვალიშვილი შესანიშანი სპორტსმენია, კარგად ჭიდაობს და ძალიან ძლიერი ბიჭია. მას უდიდეს პატივს ვცემ და ვიცი, რომ მაღალი დონის მებრძოლია, თუმცა ჩხუბისთვის მზად მხოლოდ 50 პროცენტით ვიყავი. სრული მოსამზადებელი პერიოდი და ყველაფერი განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა.

მერაბმა ჩემთან ბრძოლაში აჩვენა, რომ დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიჭია. მასთან ჩხუბით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და იმედი მაქვს ეს პროგრესის მიღწევაში დამეხმარება“.

დვალიშვილისა და ლოპესის დაპირისპირება 14 ივნისს გაიმართა. მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და UFC-ში ზედიზედ მეოთხე მოგება გაიფორმა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება