Aa Aa
25 ივნისი 2020  |  09:40

3 ახალი შემთხვევა - საკრამენტოს 3 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

მალკოლმ ბროგდონისა და ნიკოლა იოკიჩის შემდეგ კორონავირუსი NBA-ის კიდევ სამ კალათბურთელს დაუდგინდა. სამივე მათგანი „საკრამენტო კინგსის“ წარმომადგენელია - ჯაბარი პარკერი, ბადი ჰილდი და ალექს ლენი.

პარკერის თქმით, იგი Covid-19-ით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და კარანტინში იმყოფება. 25 წლის მსუბუქი ფორვარდი თავს კარგად გრძნობს და ორლანდოში გამგზავრებას აპიერებს.

სეზონის განახლების შემდეგ გამართული შეხვედრების გამოტოვებას არც ალექს ლენი გეგმავს. უკრაინელმა ცენტრმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „საკრამენტოს“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ერთი სული აქვს თანაგუნდელებს როდის შეუერთდება.

ბადი ჰილდს რაც შეეხება, 27 წლის კალათბურთელს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ Covid-19-ით დაინფიცირდა და ოფიციალური განცხადება არც „საკრამენტოს“ გაუვრცელებია. თუმცა The Athletic-ის ინსაიდერები, შემს ჩარანია და სემ ამიკი იტყობინებიან, რომ ჰილდს კორონავირუსი ნამდვილად დაუდგინდა და მას სიმპტომები არ აღენიშნება. მათი თქმით, სეზონის გამოტოვებას არც „კინგსის“ მსროლელი მცველი აპირებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება