ვარჯიშის ამსახველი მორიგი ვიდეო - მაიკ ტაისონი საოცარ ფორმაშია
Aa
Aa

ვარჯიშის ამსახველი მორიგი ვიდეო - მაიკ ტაისონი საოცარ ფორმაშია

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვარჯიშის ამსახველი მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა.

53 წლის მოკრივე ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაში იმყოფება და როგორც კადრებიდან ჩანს კვლავ ძალიან სახიფათოა.

ინტერნეტსივრცეში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს არც მაიკ ტაისონის მაისური გამოჰპარვიათ, რომელზეც მათი აზრით, „რკინის მაიკის“ მომდევნო სამი ბრძოლის ჩატარების თარიღი და ადგილი გახლავთ გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ტაისონს რინგზე დაბრუნება და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვა სურს. მას საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები