Aa Aa
23 ივნისი 2020  |  14:49

2020 წელს ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ტექნიკური კომისიის სხდომაზე შეჯიბრებების დაწყების წინასწარ თარიღად 1 სექტემბერი დასახელდა, თუმცა კალენდრის დამტკიცების საკითხს აგვისტოში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან.

ხალიჩას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდებით, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება ჩვენი ათლეტებისთვის, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის და მაყურებლისთვის. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად," - განაცხადა UWW-ის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა.

მოსალოდნელია, რომ  პანდემიის შემდგომი  პირველი ტურნირები იქნება კონტინენტური პირველობები კადეტებში, იუნიორებში და 23-წლამდელებში.

იუნიორებში და 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი,  უფროსებში სეზონის განახლება აგვისტოში გადაწყდება.

გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ წლეულს არ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატები ახალგაზრდებში, ჭაბუკებში და ვეტერანებში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში