საბურთალოს სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი უკვალოდ გაქრა
Aa
Aa

საბურთალოს სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი უკვალოდ გაქრა

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ორი დღეა მცხეთის ტერიტორიიდან უკვალოდ გაქრა. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ დრომდე სამართალდამცველთა მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

''საბურთალოს'' აკადემიის Facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ: ''გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაგვიკავშირდით.''


შაქარაშვილი ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, რომელიც საქართველოს რანგით მესამე ლიგაში მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ლიგაში ერთადერთი მატჩი ტყიბულის ''მეშახტესთან'' ჩაატარა. შაქარაშვილმა აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

შაქარაშვილი ''საბურთალოს'' აღზრდილია. კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის მსგავსად შაქარაშვილმაც ''საბურთალოში'' ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ამჟამად სარეზერვო გუნდის მოთამაშეა.

 ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები