Aa
Aa

ჩოგბურთი აგვისტოდან განახლდება - ITF-მა ზუსტი თარიღები გამოაცხადა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ამ სპორტის განახლების კონკრეტული თარიღი გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ITF World Tennis Tour-ი 3 აგვისტოდან ქალთა ტურნირებით განახლდება, ხოლო 17 აგვისტოდან საქმეში უკვე მამაკაცებს ვიხილავთ.

ამჟამად დროებითი კალენდრის დასკვნითი დეტალები ზუსტდება, აღნიშნული გეგმა 3 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით იქნება გაწერილი.

სარეიტინგო ქულები 16 მარტიდან მოყოლებული გაყინულია. ITF-ი აგრძელებს მოლაპარაკებებს ATP-ისა და WTA-სთან, რათა რეიტინგების აღდგენა მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად მოხდეს“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტურნირები საწყის ეტაპზე მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

2020 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდი სლემის ორი ტურნირი ამერიკის ღია პირველობა და „როლან გაროსია“ ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი საჩოგბურთო ტურნირი, რომლის კონტრაქტშიც პანდემია და მისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების პუნქტი იყო ჩადებული, უიმბლდონია. ამიტომაც, ბრიტანელებმა წლევანდელი გათამაშება საერთოდ გააუქმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები