იოლი გამარჯვება - სადებიუტო ბრძოლაში სეხნიაშვილმა ისაია ჯონსი დაამარცხა
Aa
Aa

იოლი გამარჯვება - სადებიუტო ბრძოლაში სეხნიაშვილმა ისაია ჯონსი დაამარცხა

ქართველმა მოკრივემ ნიკა სეხნიაშვილმა MGM-ის ეგიდით სადებიუტო ბრძოლა წარმატებით გამართა.

ლას ვეგასში გამართულ დაპირისპირებაში ნიკამ ამერიკელი მოკრივე ისაია ჯონსი დიდი უპირატესობით დაამრცხა.

გამართულ 6 რაუნდში ქართველმა მოკრივემ მეტოქეს ქულებით 60:54: 60:54; 59:55 აჯობა.

26 წლის გორელმა მოკრივემ კარიერაში მეექვსე პროფესიონალური ბრძოლა გამართა და მეექვსვე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მოკრივემ 4 ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.

"პანდემიის გამო დარბაზები დაკეტილი იყო და ბრძოლისთვის მომზადება რთულ პირობებში მომიწია. ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ ვიყავი,თორე ბრძოლა ნაადრევად დასრულდებოდა. ცოტას დავისვენებ და მერე გავარგძელებ ვარჯიშსა და შრომას. თუ ვინ იქნება შემდეგი მეტოქე ჯერ უცნობია."- აღნიშნა ნიკოლოზმა Crystalsport-თან საუბარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები