ლიანა ჯოჯუას მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
Aa
Aa

ლიანა ჯოჯუას მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა მომდევნო შერკინებას აბუ-დაბიში, მებრძოლთა კუნძულზე გამართავს. 15 ივლისს, ჯოჯუა რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება.

ბრძოლა უმსუბუქეს წონაში გაიმართება და ჯოჯუა მეორე ქართველია, ვინც მებრძოლთა კუნძულზე იჩხუბებს. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, დადასტურდა, რომ რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ჯახს 18 ივლისს ჩაატარებს და ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდება. მათი შერკინება სწორედ მებრძოლთა კუნძულზე გაიმართება.

ჯოჯუას მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, იგი 23 წლის მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. ლიანას მსგავსად, იგი UFC-ში მეორე ბრძოლას ატარებს და პირველ შერკინებაში მოლი მაკკეინს ვერ სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები