ოლივერ კანი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ოლივერ კანი: ალონსოს მიდგომა რეალში არ მუშაობს - ეს არც მიკვირს

„ბაიერნის“ ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა „რეალში“ მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„არ მიკვირს რეალის შედეგები, რადგან მთავარი მწვრთნელის იდეები არ შეესაბამება მადრიდში არსებულ სიტუაციას. ჩაბის მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია სისტემურ ფეხბურთსა და პოზიციურ თამაშზე, ძალიან სპეციფიკურ მოთამაშეებს მოითხოვს. მაგრამ რეალში სრულიად სხვა სტილის ფეხბურთია.

ამ კლუბში საუბარია თავისუფლებასა და ინდივიდუალობაზე. ფეხბურთელებს არ სურთ, რომ იძულებული გახდნენ, ითამაშონ გარკვეული სისტემებით – სწორედ ამაშია მთავარი გაუგებრობა.

საჭიროა მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო გზას იპოვის სუპერვარსკვლავების გაერთიანებისთვის, და არა ის, ვინც დაიწყებს მათთვის იმის თქმას, რომ მათ კონკრეტული სისტემით უნდა ითამაშონ,“

– თქვა კანმა.

ლა ლიგაში მადრიდული გუნდი 16 მატჩის შემდეგ ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო შეხვედრაში „ალავესთან“ ვერმოგების შემთხვევაში ჩაბი ალონსოს თანამდებობიდან დაითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები