„მერაბი ლეგენდაა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის ქამარს დაიბრუნებს?“ - ჭიკაძე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ Sport24-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ნინძა“ დარწმუნებულია, რომ დვალიშვილი ქამარს აუცილებლად დაიბრუნებს.
„მერაბ დვალიშვილი შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება? დვალიშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა. მერაბი ძალიან მალე დაბრუნდება და ისევ ჩემპიონი გახდება.
პიოტრ იანი შესანიშნავი მებრძოლია, ის ყველაზე რთული მეტოქეა მათ შორის, ვისთანაც მერაბს უჩხუბია. დარწმუნებული ვარ, მერაბს რომ მომზადებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა. მერაბს უყვარს რეკორდების მოხსნა და ეს შერეული ორთაბრძოლების ყველა გულშემატკივარმა უნდა დააფასოს - ეს ბიჭი არ სახლში არ ზის, მალევე ბრუნდება ოქტაგონში და ხალხს სანახაობას სთავაზობს.
გამიკვირდა, რომ მთელმა ბრძოლამ დგომში ჩაიარა. მეორე მხრივ, მერაბმა სტრაიკინგში ძალიან მოუმატა და ახლა სრულყოფილი მებრძოლია. არ ვიცი, რა სტრატეგია ჰქონდა მის გუნდს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქამარს მალე დაიბრუნებს.
იყო თუ არა სარისკო წელიწადში მეოთხედ ჩხუბი? მეც მიჩხუბია წელიწადში ოთხჯერ და კარგად მესმის, რამდენად რთულია ამის გაკეთება. მეოთხე ჩხუბის წინ ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთ რაუნდს გავუძლებდი, იმიტომ რომ წონის კლებამ ძალიან ცუდად ჩაიარა. გამიმართლა და მეტოქე პირველივე რაუნდში დავამარცხე. ეს ძალიან რთული გამოწვევა იყო და მესმის, რატომაც მოსწონს მერაბს ასე ხშირად ჩხუბი. დიახ, მან გარისკა და ამისთვის ყველა გულშემატკივარმა მადლობა უნდა გადაუხადოს.
იანი-დვალიშვილის მესამე ჩხუბი? პირველი ჩხუბის შემდეგ ყველა ხედავდა, რამდენად ძლიერია იანი. თუ მერაბი ისევ ისე იჩხუბებს, როგორც პირველ ჯერზე, ის ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს. იანმაც მოუმატა, ესეც აუცილებლად უნდა ითქვას, მაგრამ თუ მერაბმა პირველი ჩხუბის სცენარი გაიმეორა, ის იანს მოუგებს“.
ცნობისთვის, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მეორედ გახდა. რაც შეეხება