კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | მბაპე იამალსა და ჰოლანდს დაეწია

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს ადგენს, ესპანური ლა ლიგის ფეხბურთელების განახლებული ღირებულება შემოგვთავაზა.

მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი, კილიან მბაპე, რომელიც 16 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მაშინ როცა აქამდე ეს თანხა 180 მილიონი ევრო იყო.

ამგვარად 26 წლის ფრანგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს - ლამინ იამალს (ბარსელონა) და ერლინგ ჰოლანდს (მანჩესტერ სიტი) გაუთანაბრდა.

მეოთხე ადგილზეა „ბლანკოსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი - ჯუდ ბელინგემი, რომელიც 180 მილიონის ნაცვლად ახლა 160 მილიონად არის შეფასებული. ხუთეულში მოხვდა ვინისიუს ჟუნიორიც (რეალი, 150 მლნ ევრო). მეხუთედან მეათე ადგილამდე კი სია ასე გამოიყურება: პედრი (ბარსელონა, 140 მლნ ევრო), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, 140 მლნ ევრო), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, 130 მლნ ევრო), ბუკაიო საკა (არსენალი, 130 მლნ ევრო) და კოულ პალმერი (ჩელსი, 120 მლნ ევრო).

აღსანიშნავია ისიც, რომ შეიცვალა ლა ლიგაში მოთამაშე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებაც. 25 წლის ფორვარდი, რომელიც „ვილიარეალს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, 30 მილიონი ევროს ნაცვლად 28 მილიონად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: ალონსოს მიდგომა რეალში არ მუშაობს - ეს არც მიკვირს
ოლივერ კანი: ალონსოს მიდგომა რეალში არ მუშაობს - ეს არც მიკვირს