ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლიგა 2-ში თამაშის შედეგი |Transfermarkt-ზე დავითაშვილის ღირებულება ისევ შემცირდა

საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - 6 გოლით „სენტ-ეტიენის“ გარემარბი ბომბარდირთა ცხრილის მე-7 პოზიციაზეა და ლიდერ ტაუფიქ ბენტაიებს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება, თუმცა მიუხედავად ამისა ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა, რომელიც ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებას აფასებს, ზურიკოს საბაზრო ღირებულება შეამცირა.

Transfermarkt-ის შეფასებით, ზურიკოს საბაზრო ღირებულება კიდევ 1 მილიონით შემცირდა და ახლა 8 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ზაფხულში 10 მილიონი იყო, ოქტომბერში კი 9 მილიონი ევრო გახდა.

ზურიკო კვლავ ინარჩუნებს ქართველ ფეხბურთელებს შორის მესამე ყველაზე ძვირადღირებულის სტატუსს - მას „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი (28 მილიონი ევრო) და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია (90 მილიონი ევრო) უსწრებენ.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ზურიკოს ანგარიშზე 14 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე პასია.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილმა კარგი სამუშაო გასწია“ | არნე სლოტმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა
„მამარდაშვილმა კარგი სამუშაო გასწია“ | არნე სლოტმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა