გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტე იანვარში ქოჩორაშვილის დაბრუნებას გეგმავს

ლისაბონის „სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით იმედგაცრუებულია და მზადაა იანვარში ქართველ ნახევარმცველს შეელიოს.

ქოჩორაშვილის მიმართ პირველმა ინტერესი მისმა ყოფილმა კლუბმა „ლევანტემ“ გამოიჩინა, რომელიც მზადაა ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. ინფორმაციას ესპანური Sin Tregua ავრცელებს.

ვალენსიური კლუბი ბოლო ორი თვეა კრიზისშია და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. აქედან გამომდინარე, „ლევანტე“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ქოჩორაშვილი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

ესპანურმა კლუბმა ლისაბონელებს უკვე შესთავაზეს ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დამატება, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

„ლევანტეს" ლა ლიგის 15 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-20 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ „ლევანტედან“ 5,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიური კლუბის მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა უკვე 14 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2030 წლამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები