გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მამარდაშვილმა კარგი სამუშაო გასწია“ | არნე სლოტმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ალისონ ბეკერის დაბრუნებაზე ჰკითხეს და მერსისაიდელთა დამრიგებელმა გიორგი მამარდაშვილი შეაქო.

„ყოველთვის, როდესაც ფეხბურთელი გვიბრუნდება -  განსაკუთრებით ასეთი დონის მოთამაშე - ეს გუნდს ძალიან ეხმარება. ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა კარგი სამუშაო შეასრულა, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ალისონს და არც გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონიათ, რადგან მატჩების უმრავლესობაში ჩვენს მეტოქეებს რეალური მომენტები პრაქტიკულად არ შეუქმნიათ.

რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა, როცა ასეთი დონის მეკარე ბრუნდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი: გიორგიმ კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ გვიხარია, ალისონი რომ დაგვიბრუნდა.“

ცნობისთვის, ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის ოთხი და პრემიერ ლიგის 5 შეხვედრა ჩაატარა. საერთო ჯამში, გიორგიმ კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და 15 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: ალონსოს მიდგომა რეალში არ მუშაობს - ეს არც მიკვირს
ოლივერ კანი: ალონსოს მიდგომა რეალში არ მუშაობს - ეს არც მიკვირს