„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | უსმან ნურმაგომედოვმა თოფურიაზე ისაუბრა
ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა, უსმან ნურმაგომედოვმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. მან ინტერვიუ MMA Junkie-ს მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ არმან ცარუკიანის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ცარუკიანი თოფურიას დაამარცხებს. არმანისთვის ილია პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. თოფურია ძალიან დაბალი და პატარაა. მსუბუქ წონით დივიზიონისთვის ის ძალიან პატარაა.
რა შეუძლია ილიას არმანის წინააღმდეგ გააკეთოს?! არაფერი. სიგიჟეა, რაც მსუბუქ წონით დივიზიონში ხდება. არმანი ნომერ პირველი პრეტენდენტია, მაგრამ ტიტულისთვის ვერ ჩხუბობს, რადგან ჩემპიონს მეუღლესთან პრობლემები აქვს.“
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ბოლო ჩხუბში პოლ ჰიუზი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას კარიერაში 21 ორთაბრძოლა აქვს გამართული — 20-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო ერთი ორთაბრძოლის შედეგი გაბათილდა.
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნურმაგომედოვის ფრაზა, რომ ილია ძალიან დაბალია, გაუგებარია, რადგან ცარუკიანისა და თოფურიას სიმაღლე ერთნაირია - 1.7 მეტრი.