ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი და ლეიკემიასთან მებრძოლი ბავშვი, ვისი აღნიშვნაც გამოიყენა | შეხვედრა წლების შემდეგ

2012 წელს, კოპა ლიბერტადორესის მატჩამდე, „სანტოსის“ ბაზა 6 წლის მატეუსმა მოინახულა. იმ დროს, პატარ ბიჭუნა ლეიკემიას ებრძოდა და მისი ოცნება საკუთარ საფეხბურთო კერპთან, ნეიმართან შეხვედრა იყო.

მატეუსის ოცნება ახდა. ბიჭუნა ბრაზილიელ ფეხბურთელს შეხვდა და მას სთხოვა, მომდევნო გოლი მის მიერ მოფიქრებული ცეკვით აღენიშნა. „ნეის“ მატეუსისთვის უარი არ უთქვამს. რამდენიმე დღის შემდეგ მან გოლი გაიტანა და მატეუსის ცეკვით აღნიშნა, რისი ამსახველი ვიდეოც ალბათ ყველას ნანახი გაქვთ.

გავიდა 13 წელი და ნეიმარი და მატეუსი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. მატეუსმა ლეიკემია დაამარცხა და ახლა 19 წლისაა. „მინდა, მადლობა გადაგიხადო. შენ და სანტოსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. მოტივაცია, მომეცი, რომ ბრძოლა და მკურნალობა გამეგრძელებინა. შენი და სანტოსის ვალში ვარ. ძალიან მიხარია, რომ კლუბში დაბრუნდი“, - უთხრა მატეუსმა ნეიმარს.

„მიხარია იმის დანახვა, რომ გამოჯანმრთელდი. რამდენი წელი გავიდა! ვბერდები!“, - იხუმრა ნეიმარმა და მატეუსთან ერთად ცნობილი ცეკვაც გაიმეორა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილმა კარგი სამუშაო გასწია“ | არნე სლოტმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა
„მამარდაშვილმა კარგი სამუშაო გასწია“ | არნე სლოტმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა