ბენზემა დემბელეზე: მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ
„ალ იტიჰადის“ ფორვარდი, კარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ პსჟ-ის ვინგერი, უსმან დემბელე მედიისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო და ჩემი აზრით, ამაზე საკმარისად არ ვსაუბრობთ. ის, რაც მან პსჟ-ში გააკეთა, უპრეცედენტო იყო. ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე არ ვაფასებთ მას, რადგან ის სინამდვილეში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენ არასაკმარისად ვამახვილებთ ყურადღებას იმ სეზონზე, მიუხედავად იმისა, რომ მან გრძელი გზა გაიარა. მას ბევრი ტრავმა ჰქონდა, და როდესაც „ბარსელონაში“ თამაშობდა, ის არ იყო ისეთი ბიჭი, რომელზეც იტყოდი: „შესაძლოა, ერთ დღეს ის „ოქროს ბურთს“ მოიგებს“. ამისგან შორს იყო, მაგრამ საბოლოოდ მან საპირისპირო დაამტკიცა. ამიტომაც მომწონს ეს მოთამაშე ძალიან“, – თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის უსმანი პარიზული კლუბის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.