მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი
Aa
Aa

სალაჰი განაცხადში დაბრუნდა | ლივერპულში კონფლიქტი აღმოფხვრილია

„ლივერპულში“, მოჰამედ სალაჰსა და არნე სლოტს შორის არსებული კონფლიქტი სრულად აღმოფხვრილია. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ ეგვიპტელმა და ნიდერლანდელმა საერთო ენა გამონახეს.

„წითლები“ მომდევნო შეხვედრას „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გამართავენ და სალაჰი სამატჩო განაცხადში დაბრუნდა. Telegraph-ის მიხედვით, კონფლიქტის მოგვარებაში დიდი როლი გუნდის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა ითამაშა და სალაჰმა და სლოტმა პატივისცემის ნიშნად, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ეგვიპტელი შემტევი მადლობელია ყველასი, ვინც ამ რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგა. სალაჰს იმედი აქვს, რომ „ბრაიტონთან“ სათამაშო დროს მიიღებს და გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰსა და სლოტს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტელმა ფეხბურთელმა კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ „ლივერპული“ ცდილობს დამნაშავედ გამოიყვანოს და ყველანაირი წარუმატებლობა მას დააბრალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტაისონი ამას არასოდეს დაუშვებდა“ - სონენმა დვალიშვილზე ისაუბრა
„ტაისონი ამას არასოდეს დაუშვებდა“ - სონენმა დვალიშვილზე ისაუბრა